[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტიკის სტუდენტები „დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის ფარგლებში რადიოჟურნალისტიკის კურსს გადიან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის ფარგლებში გადის ინტენსიურ კურსს რადიოჟურნალისტიკაში. ორკვირიანი ტრენინგკურსი 2017 წლის 17 ნოემბერს სრულდება. კურსის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია source fabric-ი (Open Source Tools for Journalism) სტუდენტებს რადიო ვებპლატფორმას უფასოდ გადასცემს – ეს კი სამომავლოდ საუნივერსიტეტო სტუდენტური რადიოს ამუშავების რეალური შესაძლებლობაა.