შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები შემდეგი თანმიმდევრობით:
- 2019 წლის 21 ივნისი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
- 2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
- 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
- 2019 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
- 2019 წლის 26 აგვისტო – შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.