ყურადღება!
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება იწყებს ახალ საინტერესო და კრეატიულ პროექტს iribsu.ge!!!!
ეს არის სტუდენტური ბლოგი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის, რომელსაც თავად სტუდენტები და ლექტორები შექმნიან!
- თქვენ შეგიძლიათ წეროთ
თქვენს სტუდენტურ გამოცდილებაზე, სხვადასხვა ხრიკებზე, თუ როგორ ახერხებთ, იყოთ წარმატებული სტუდენტები და აქტიური მოქალაქეები, ან რა გამოწვევები არსებობს თქვენს ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში;
- თქვენ შეგიძლიათ წეროთ
თქვენი სპეციალობის თქვენთვის საინტერესო თემებზე, ახალ ამბებზე, მოვლენათა განვითარების თქვენეულ ხედვაზე და იმ გამოცდილებებზე, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაში თქვენს აუდიტორიებში, თქვენს ლექტორებთან მსჯელობაში გენერირდება.
- თქვენ შეგიძლიათ წეროთ
იმ შესაძლებლობებზე, რასაც აქ, ჩვენს პროგრამაზე გატარებული სტუდენტური პერიოდი გაძლევთ, ან იმ გარემოებებზე, რომლებიც ფიქრობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის, არ გვაქვს და შეგვიძლია ერთად შევქმნათ.
- თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ
სხვადასხვა საკურსო ნაშრომები და კვლევითი პროექტები, რომლებიც თქვენს საგნებთან და სპეციალიზებულ თუ პროფესიულ აქტივობებთანაა დაკავშირებული.
ბლოგის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი კატეგორიები:
- სუ მოგზაურობა – აქ ნახავთ იმ სტუდენტი ბლოგერების ამბებს, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, მოხალისეობრივ სამუშაოებში, გაცვლით პროგრამებში და ა.შ.
- დიალოგი – გსურთ გაიგოთ მეტი ლექტორებისა და სტუდენტების ხედვების შესახებ? საკლასო რუტინის მიღმა მსჯელობას გაეცნობით აქ.
- ეზოს ამბები – საუნივერსიტეტო ცხოვრება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საუნივერსიტეტო მენეჯმენტი, პიროვნული განვითარება, ხარვეზები და აღმოჩენები
- აუდიტორიის გარეთ – ლექტორების ეზოს ამბები (იხილეთ „ეზოს ამბები“-ს აღწერა)
- სუ აკადემია – აკადემიური ნაშრომები (კვლევები, საკონფერენციო და პროექტის მასალები, რეფერატები და ა.შ.)
- სუ ნიუსრუმი – საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სტუდენტების მიერ განხილული ახალი ამბები
- შესაძლებლობები – ახალი შესაძლებლობების ბაზა (პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ტრეინინგები და ა.შ. იბსუ-ში და მის გარეთ)
სემესტრის ბოლოს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოავლენს საუკეთესო ავტორებს ორ ნომინაციაში და ექვს კატეგორიაში:
- ყველაზე კრეატიული და სასარგებლო ნაშრომის ავტორი – წიგნის მაღაზიის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
- ყველაზე აქტიური ავტორი – წიგნის მაღაზიის 100 – ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
- თითოეული კატეგორიის საუკეთესო ავტორი (სულ 6) – წიგნის მაღაზიის 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი (არ ვლინდება გამარჯვებული „შესაძლებლობების“ კატეგორიისთვის).
- ბლოგისთვის წერა შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს და ლექტორს.
- ბლოგპოსტი შეიძლება იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
- თითოეული სტუდენტისთვის ბლოგპოსტების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
- ერთი ბლოგპოსტის წერა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს, ან სტუდენტს და ლექტორს.
კრიტერიუმები ბლოგპოსტისთვის:
- უნდა იყოს კრეატიული;
- უნდა შეეხებოდეს სტუდენტურ ცხოვრებას, სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და თემატიკას და/ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს;
- უნდა შეესაბამებოდეს ეთიკის წესებს – თავიდან უნდა იყოს აცილებული შეურაცხმყოფელი იდეები, ტერმინები და მოსაზრებები;
- უნდა იყოს მინიმუმ 450 და მაქსიმუმ 700 სიტყვა.
ბლოგპოსტები უნდა გამოგვიგზავნოთ მიმართულების საკონტაქტო პირებს:
სოფო ინასარიძე: sinasaridze@ibsu.edu.ge
ნინო სამხარაძე: nsamkharadze@ibsu.edu.ge
ბლოგპოსტების პირველი ნაკადის მისაღებად ბოლო ვადა: 2019 წლის 4 მარტი.
ბლოგპოსტები ექვემდებარება ტექნიკურ რედაქტირებას და შინაარსობრივ შერჩევას ფაკულტეტზე შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!