[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

IRCEELT-2016 – მე-6 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოაწყო მე-6 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას. კონფერენცია იმართება 2016 წლის 22-23 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო).

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივებს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 130-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ 18 ქყვეყანას: საქართველო, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, კანადა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ჩინეთი, ომანი, იორდანია, თურქმენეთი, ნიგერია, ესპანეთი, რუსეთი.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო საინტერესო თემებს:

  • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
  • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
  • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტუროაბ)
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
  • ენა და კულტურა