[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ISFED-ის სემინარი თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

10 მაისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელსაც ახორციელებს “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის.

სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ დიკსუსიაში ჩართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არჩევნების მნიშვნელობა, ხელისუფლების დანაწილება, არჩევნების სახეები, საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დღე- ხმის მიცემის პროცესი, არჩევნებზე დაკვირვება და სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.