[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ში სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის თანამშრომლობით ორგანიზებულ ერთობლივ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას – „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები.”

კონფერენციაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის 26 სტუდენტი მონაწილეობდა. მოხსენებები ორ სესიაში გადანაწილდა, გამომსვლელებს აფასებდნენ პროფესორები და დარგის ექსპერტები ორივე უნივერსიტეტიდან, ნაშრომების განხილვა წარიმართა დისკუსიის რეჟიმშიც.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, სესიის გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ სასაჩუქრე პაკეტითა და ფულადი პრიზით. კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კვლევის წახალისებასა და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას.