[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები პანკისს ესტუმრნენ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

13 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც გადიან ჟურნალის წარმოების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში.

სტუდენტები ადგილობრივ ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ და საბჭოს დანიშნულებაზე და როლზე ისაუბრეს. მორიგი შეხვედრა პანკისის ხეობის მოსწავლეებთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების სამომავლო გეგმებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას, რა გამოწვევებისა და პრობლემების გამკლავება უწევთ  მოსწავლეებს. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტები  სათემო რადიო „Radio way”-ს ესტუმრნენ და გაეცნენ როგორი სპეციფიკით მუშაობენ ჟურნალისტები, ძირითადად რა თემებს აშუქებენ ისინი და რა გამოწვევები აქვთ ჟურნალისტურ პროდუქტზე მუშაობისას.