[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტური ექსპედიცია სტეფანწმინდაში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

15 ოქტომბერს   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის  საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები  საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ პედაგოგის ოლიკო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით დაბა სტეფანწმინდაში  ჟურნალისტურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.  სტუდენტებმა მოინახულეს ჟინვალჰესი, სადაც გაეცნენ ჟინვალჰესის აშენების ისტორიას, მიიღეს ინფორმაცია ზოგადად რა შედეგებს იძლევა ჰესების მშენებლობა, რა გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და გარემოზე, კლიმატურ ცვლილებებზე.

ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს  დათვის ჯვრის ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული,  დარიალის ხეობაში მოინახულეს დამეწყრილი ადგილები. სტუდენტები სტეფანწმინდაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და ყოფით პრობლემებზე ისაუბრეს.

ექსპედიციის შედეგად მომზადდება ფოტო და ტექსტური რეპორტაჟები, ასევე, ანალიტიკური სტატიები. მათ შორის საუკეთესოები გამოქვეყნდება ვებპორტალზე ekofact.com