20 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებითა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე “ძირითადი აქტივების ლიკვიდობა და მასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები”. ლექციას გაუძღვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვანო ჩხაიძე. დისკუსიისას დაისვა მრავალი პრობლემა და გადაჭრის გზები.