[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (ქართულენოვანი)

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ-აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამას ზოგადი განათლების ადმინისტრირებაში. სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე. პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს განათლების სფეროს ადმინისტრატორი, რომელიც კარგად ერკვევა როგორც ზოგადპედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ასევე ზოგადი განათლების ადმინისტრირების კონკრეტულ საკითხებში – განათლების სფეროს ლიდერობა და ადმინისტრირება, ზოგადი განათლების კანონმდებლობა, საგანმანათლებლო პოლიტიკა და ზოგადი განათლების სისტემის მართვის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ინსტიტუტი: secretarypostgrad@ibsu.edu.ge

პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე

მობილური ტელ: +995 558 902 185

ელ-ფოსტა: nparjanadze@ibsu.edu.ge