[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა დარგის სპეციალისტთან საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

22 დეკემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ისტ-ვესტ მენეჯმენტის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მრჩეველთან ნოდარ ტანგიაშვილთან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა დარგის სპეციალისტთან განიხილა მის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები კონკრეტული კურსების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, კურიკულუმის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნაბიჯებს. შეხვედრაზე განხილული იყო პრაქტიკული და თეორიული კომპონენტების დაბალანსება, სასწავლო მასალის გამრავალფეროვნება, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა და პროგრამისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.