[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან ჟურნალისტიკა მე-3 კურსი

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2017 წლის 22 ნოემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქ-ნმა თამარ ქარაზანიშვილმა ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებთან – ფოკუს ჯგუფებთან.

ქ-ნი თამარ ქარაზანიშვილი შეხვდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებს. ქ-ნმა თამარმა პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო არსებული პროგრამის დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება, მათი ინტერესების გათვალისწინება, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის საინტერესო, პროდუქტიული და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.