[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი სტუდენტებთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2017 წლის 27 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დეკანის მოადგილე ნინო კერესელიძის, ფაკულტეტის საბჭოს წევრებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანახელმძღვანელობის, და პუბლიკაციების საკითხები. დოქტორანტი სტუდენტებისთვის იგეგმება საერთო კვლევა ევროკავშირი-საქართველოს საკითხებზე, სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტები და პროფესიული მომზადება დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ასევე დოქტორანტებისთვის დაიწყო ყოველკვირეული სადოქტორო ვორქშოფები რომლის ფარგლებშიც მოხდება სადოქტორო ნაშრომების პრეზენტაციები და ურთიერთრეცენზირება.