25 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე სასწავლო პროცესის გარდა საუბარი შეეხო სამაგისტრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს. სტუდენტემბა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ წარმატებით დაიცვან მაგისტრის ხარისხი.