სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებთან
2017 წლის 28 ნოემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქ-ნმა თამარ ქარაზანიშვილმა ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებთან – ფოკუს ჯგუფებთან.
თამარ ქარაზანიშვილი და თამარ ბიწაძე შეხვდნენ ეკონომიკის ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს. მათ პროგრამების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინეს შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო არსებული პროგრამის დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება, მათი ინტერესების გათვალისწინება, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის საინტერესო, პროდუქტიული და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.