[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვან პროგრამის სტუდენტებთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებმა 22 ნოემბერს გამართეს საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებთან. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობის გაზრდას. სტუდენტებმა ფაკულტეტის დეკანისგან, დეკანის მოადგილისგან, კოორდინატორისგან და სასწავლო პროცესის ადმინისტრატორებისგან მოისმინეს მოსაზრებები და სხვადასხვა დეტალები სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ფაკულტეტის ადმინისტრაციის შეხვედრების პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა ფაკულტეტის ინიციატივა გაგრძელდება ასევე აკადემიურ პერსონალთან და მოწვეულ ლექტორებთან შეხვედრებით. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სტუდენტების უშუალო ინფორმირებას სასწავლო პროცესის სიღრმისეული დეტალების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი კომენტარების, შემოთავაზებებისა და რეკომენდაციების გაცნობას ადმინისტრაციისთვის.