[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებმა 8 ნოემბერს გამართეს საინფორმაციო შეხვედრა საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებთან. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობის გაზრდას. სტუდენტებმა ფაკულტეტის დეკანისგან, დეკანის მოადგილისგან, კოორდინატორისგან და სასწავლო პროცესის ადმინისტრატორებისგან მოისმინეს მოსაზრებები და სხვადასხვა დეტალები სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ფაკულტეტის ადმინისტრაციის შეხვედრები გაგრძელდება როგორც სხვადასხვა პროგრამების სტუდენტებთან, ისე აკადემიურ პერსონალთან და მოწვეულ ლექტორებთან. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სტუდენტების უშუალო ინფორმირებას სასწავლო პროცესის სიღრმისეული დეტალების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი კომენტარების, შემოთავაზებებისა და რეკომენდაციების გაცნობას ადმინისტრაციისთვის.