[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა დარგის სპეციალისტთან საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

21 დეკემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან არჩილ აბაშიძესთან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ფიფიასთან ერთად განიხილა დარგის სპეციალისტის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები კონკრეტული კურსების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ.საუბარი შეეხო კურიკულუმის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლელებებს. შეხვედრაზე განხილული იყო, ასევე, პრაქტიკული და თეორიული კომპონენტების დაბალანსება, სასწავლო მასალის გამრავალფეროვნება, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა და პროგრამისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.