[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

2016 წლის 6 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის. საჯარო სექტორს წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგნლები.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ეკატერინე ფიფია, დეკანის მოადგილე გიორგი ლობჟანიძე და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორი ელენე ბენდელიანი.

შეხვედრის  ფარგლებში განიხილებოდა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის შინაარსი. ფაკულტეტს მიეწოდა მომავალი დამსაქმებლების შეფასებები, რეკომენდაციები და იდეები პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწოდებული პრაქტიკული რჩევების საშუალებით  საჯარო ადმინისტრირების პროგრამა მეტად უპასუხებს  ბაზრის მოთხოვნებს და ჩვენს კურსდამთავრებულებს ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის.