შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისი 183-ე საჯარო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ შეთანხმების მიზანია მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საკითხებთან მიმართებით ურთიერთხელშეწყობა, განსაკუთრებით კი, ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო (ქართულენოვანი) და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო (ინგლისურენოვანი) პროგრამების განხორციელების კუთხით თანამშრომლობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი ორივე მხარისათვის, განსაკუთრებით კი, საჯარო სკოლის მოსწავლეთა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.