[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მემორანდუმის გაფორმება ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2017 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტსა (პოზნანი) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმართვას, კვლევით ცენტრებს შორის თანამშორმლობას და გაცვლით ვიზიტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მკვლევარების მობილობის ხელშეწყობას. აღნიშნული მემორანდუმი ემსახურება იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთოებების გაფართოებასა და ინტერნაციონალიზაციას.

უნივერსიტეტების რექტორების სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პოლიტიკის მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორმა რადოსლავ ფიდლერმა, ხოლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან – სოციალურ მეცნიერებათაფაკულტეტის დეკანმა დოქ. რამაზან აქბაშმა.