[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი მე -12 საერთაშორისო კონვენცია – ანკარა / თურქეთი

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

25-26 მაისს შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTU) ინგლისური ენის დეპარტამენტის ორგანიზებით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა ინგლისური ენის სწავლებისადმი მიძღვნილი მე-12 საერთაშორისო კონვენცია. კონვენცია ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და მთელი მსოფლიოდან იზიდავს ინგლისური ენის სწავლების დარგის ცნობილ მეცნიერებს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. მთვარი მომხსენებლების, დოქტ. ლუკ პროდრომოუს, დოქტ. დინა ბორაის, ლინდსი კლენფილდის, დეივიდ გიბსონის, დოქტ. სურეშ კანაგარაჯას და დოქტ. ბეთილ ეროზ-ტუგას წყალობით კონვენცია მონაწილეთათვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა. სესიებსა და ვექშოფებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ და ასოც. პროფ. დოქტ. მეჰმედ შაჰინერმა წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის ,,ინგლისურის, როგორც უცხოური ენის შემსწავლელთა ინტერესების კვლევა მრავალფეროვან გარემოში სტუდენტთა მოთხოვნების ანალიზის ფონზე“ შედეგები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულად დააფინანსა ინგლისური ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სამი სტუდენტი ქეთევან მჭედლიძე, თინათინ მჭედლიძე და ქამანდარ თეიმურზადა, რათა ისინი დასწრებოდნენ კონვენციას და მიეღოთ პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისათვის აუცილებელი გამოცდილება.