[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ბიუროკრატია vs მოქნილობა – ირმა მიქაძის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

21 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ირმა მიქაძის საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ბიუროკრატია vs მოქნილობა“.

ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ირმამ სტუდენტებს გააცნო საჯარო სამსახურის სპეციფიკა, კერძო და სახელმწიფო სექტორების შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოადგინა თანამედროვე მენეჯმენტის უმთავრესი პრინციპები, როგორიცაა რისკების იდენტიფიცირება, შედეგიანობა და ცვლილებების ეფექტიანი მართვა. ლექცია მუდმივად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს თანამედროვე ეპოქაში ბიუროკრატიისა და საჯარო სამსახურების მოქნილობის შესახებ. აქტიურად წარიმართა დისკუსია ბიუროკრატიის საჭიროების შესახებ თანამედროვე ეპოქაში.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.