შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმის და ეთნიკურობის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით აცხადებს პროექტს ახალგაზრდა მკვლევართათვის თემაზე „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“.
პროექტი ორენოვანია და წარმოადგენს კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიას, რომელიც გამიზნულია, ერთი მხრივ, კვლევითი ინტერესების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი უნარების გასავითარებლად, ხოლო მეორე მხრივ, საბჭოთა მემკვიდრეობის თანამედროვე ეპოქაზე გავლენის გასაანალიზებლად. პროექტის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების მეხსიერების პოლიტიკის, მისი განხორციელების ძირითადი ტენდენციების, დინამიკისა და შედეგების შესახებ.
ხგნფგხნ
პროექტის შინაარსი
პროექტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
დეკემბრის განმავლობაში გაიმართება სალექციო კურსი, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები მოისმენენ ქართველი და უცხოელი ექსპერტების 10 ლექციას. თითოეული ლექცია 2 საათს გაგრძელდება და გაიმართება შაბათობით.
ხფცგჰფჰ
სალექციო კურსს გაუძღვებიან შემდეგი მომხსენებლები:
- ზურაბ დავითაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- “ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი”
- ნინო ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
- „მონუმენტიზაცია და მეხსიერების პოლიტიკის ვიზუალიზაცია პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში“
- რიჩარდ გირაგოსიანი, რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი;
- „მეხსიერების ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში: ევროპეიზაციის ნარატივი“
- ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- „მონუმენტიზაცია და მეხსიერების პოლიტიკის ვიზუალიზაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში“
- ლაშა ბაქრაძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
- „მეხსიერების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში პროსაბჭოთა კონტექსტში“
- გიორგი გვალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- „პოლიტიკური ელიტების საგარეო ინტერესები და მეხსიერების პოლიტიკა“
- გაგა ნიჟარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
- „პოსტსოციალისტური საზოგადოებების ფსიქოლოგიური ანალიზი: “საბჭოთა ნარატივი“
- ლევან კახიშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- „აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები: როგორ დავწეროთ აკადემიური სტატია“
- დავით სიჭინავა, CRRC საქართველოს მკვლევარი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- „კვლევის მეთოდები აკადემიური სტატიისთვის.“
ცხრილი |
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს მიეცემათ გარკვეული ვადა ანალიტიკური სტატიის მოსამზადებლად. შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ გამოქვეყნდება საუკეთესო პუბლიკაციები და გაიმართება პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის სახით, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებში დაფიქსირებულ პოზიციებს, ჰიპოთეზებს და მათ არგუმენტირებას, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პანელურ რეჟიმში.
სდგძ
ვისთვის არის პროექტი?
პროექტი განკუთვნილია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
- – საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის
- – საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის
- – საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის.
ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
მონაწილეობისთვის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ მონაცემები (სახელი, გვარი, სწავლების საფეხური, სწავლების წელი) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 600 სიტყვისა). სამოტივაციო წერილი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: როგორ უკავშირდება თქვენი კვლევითი ინტერესები პროექტის თემატიკას? როგორ გამოიყენებთ პროექტში მიღებული უნარებს და ცოდნას თქვენს კვლევით კარიერაში? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: nsamkharadze@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
ხდფგფჰ
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 25 შერჩეული სტუდენტი.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალში.