[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ დაიწყო

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

3 დეკემბერს დაიწყო საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სალექციო კურსის პირველ დღეს ლექციები გამართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ზურაბ დავითაშვილმა თემაზე “ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და მეცნიერების სკოლის დეკანმა გიორგი გვალიამ თემაზე „კოლექტიური მეხსიერების როლი საგარეო პოლიტიკაში: საქართველოს და რუსეთის მაგალითები“. ახალგაზრდა მკვლევარებს შეხვდნენ ასევე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზან აკბაში და საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორიდნატორი ივანნა მაჩიტიძე.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით.  პროექტის ფარგლებში დეკემბრის განმავლობაში გაიმართება სალექციო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებიც მიმოიხილავენ საკითხის სხვადასხვა განზომილებებს და დაეხმარებიან პროექტის მონაწილეებს აკადემიური სტატიების შექმნაში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის ფარგლებში, სადაც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს.