[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ნინო ჭელიძის ვიზიტი იბსუ-ში საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქ. ილიას ჩილოჭლუმ, 14 ნოემბერს უმასპინძლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჭელიძეს, რომელიც უნივერსიტეტში ამავე ცენტრის სტიპედიანტის ასოც. პროფ. დოქ. ნინო კერესელიძის მოწვევით. იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნინო ჭელიძის საჯარო ლექცია სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“ ინტერაქციულმა სახის საჯარო ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებში, ასევე საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს შორის.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ: https://www.iec.gov.ge/