[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებისთვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

 2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებისთვის. პირველკურსელებმა მოისმინეს ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობებისა და მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი წესები, ვალდებულებები და უფლებები, სასწავლო პროცესისთვის საჭირო  ინფორმაცია, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით – ბაზებით და ანგარიშებით სარგებლობა, აკადემიური კალენდარი და ა.შ.
გარდა ამისა, პირველი კურსის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ გაცვლით პროგრამებზე, სტუდენტურ აქტივობებზე და სხვა საჭირო საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყველა პირველკურსელს სასარგებლო და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს!