[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

ssssss არქივი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის  საგან "ფოტოჟურნალისტიკის"  სტუდენტებისთვის სასწავლო ექსპედიცია შედგა კახეთში. სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, დაეუფლნენ გარე ფოტოგადაღების მეთოდებს,  მოამზადეს პეიზაჟებისა და პანორამების სერიები, საგნის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ტრადიციულად დასკვნითი გამოცდის შემდეგ გაიმართება.

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-9 ფორუმში, რომელიც USAID-ის, ევროკავშირის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის ხელმძღვანელი, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის ციფრული

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს, მუსიკოსსა და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს საგან "კულტურისა და ხელოვნების გაშუქების" პედაგოგის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაშუქების თავისებურებები. სტუმარმა ისაუბრა კულტურის ჟურნალისტების კარიერულ გამოწვევებზე და პროფესიული რჩევები მისცა დამწყებ რეპორტიორებს.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ტატო ბაციკაძემ ისაუბრა თემაზე სპორტი და ქართული მედია და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.  

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო. IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის. პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC

ღია მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ იყო ორგანიზებული, დაესწრნენ მიმდინარე სემესტრში არჩევით საგანზე "საგამოძიებო ჟურნალისტიკა" დარეგისტრირებული სტუდენტები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო ტენდერების სახეები,

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც​ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია. ქართველი, ამერიკელი და

IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე ქეთა ციცქიშვილმა ვრცლად ისაუბრა მედიაში კრიმინალის გაშუქების საკითხებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  გამართულ  ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on

ss