ვორქშოფი – ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
IBSU-ს სტუდენტები აშშ საელჩოს ღონისძიებას დაესწრნენ
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ
Lingo Quest-მა შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა
ინგლისური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IBSU-ს ენების კლუბმა, Lingo Quest-მა მორიგი შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ლექტორებიც ჩაერთნენ. თამაშის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კრეატიულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა ინგლისური ენის თავისებურებების შესახებ. გამარჯვებული სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდები, ფინალურ რაუნდში
დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბისა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური კავშირის ღონისძიება
IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბმა, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით, ღონისძიება გამართა, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს მიეძღვნა. სტუდენტებმა პრეზენტაციის დროს ვრცლად ისაუბრეს სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, პრევენციის გზებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების გზების შესახებ. გამომსვლელებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას
გამოგზავნე სტატია IBSU-ს სტუდენტური ჟურნალისთვის
გიყვარს წერა? მაშინ გამოიყენე ეს შანსი და გამოაქვეყნე შენი სტატია IBSU-ს სტუდენტური ჟურნალის, VITASCOPE-ის პირველ ნომერში. სტატია უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს: განათლება და ლინგვისტიკა ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია ისტორია და კულტურა ფილოსოფია და ეთიკა პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება გარემოსდაცვითი
შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის”
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ დღეს გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის.” ვორქშოპზე სტუდენტები გაეცნენ საკონფერენციო სტატიის მომზადების სპეციფიკას, მათ შორის სათაურის და რეზიუმეს შედგენას, სტატიის სტრუქტურასა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს APA7 სტილის მიხედვით.
„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში IBSU-მ მოსწავლეებს უმასპინძლა
„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის გუნდი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის გუნდმა, ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 6-8 მარტს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. IBSU-ს გუნდმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ოთხი სტატია მასწავლებლის პროფესიის, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისა და სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. პროფესორმა ეკა ფიფიამ,
საჯარო ლექცია – თეთრი სახლის დიასახლისები
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "თეთრი სახლის დიასახლისები." შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში. ოთხივე პირველ ლედის დიდი წვლილი აქვს შეტანილი
IBSU-ში დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური კავშირი გაიხსნა
IBSU-ში დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბი და ამერიკის მცოდნეობის სტუდენტური კავშირი გაიხსნა, რომლებიც ფოკუსირდებიან ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ამერიკულ, ევროპულ და ქართულ პოლიტიკაზე, სტუდენტების საკითხებზე და სხვ. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი და თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო