4 ივლისს ცენტრს ეწვია იან ბოემი, შედარებითი განათლების პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსიქ. ლინცში მდებარე ზედა ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში. ის შეხვდა შზსუ-ის პრორექტორს, დოქტორ გოდერძი ბუჩაშვილს. პროფესორ ბოემმა ისაუბრა ჩვენ უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე: დოქტორანტების ხელმძღვანელობაზე (ამჟამად იგი დოქტორანტი ნინო ბაცკინაშვილის მეცნიერ-ხელმძღვანელია), ერაზმუს პროექტების მომზადებაზე, განათლების მეცნიერებების სადოქტორო დარგობრივი პროგრამის საბჭოს წევრობაზე დაშავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში განათლების ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრობაზე. იან ბოემი ასევე დაესწრო ერთ-ერთი სტუდენტ-დოქტორანტის – შორენა კუჭუხიძის – წინადაცვას.