[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პროფესორ პრჟემუსლავ ჟურავსკი ველ გრაჟევსკის საჯარო ლექცია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

13 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა ლოძის უნივერსიტეტის პროფესორმა პრჟემუსლავ ჟურავსკი ველ გრაჟევსკიმ თემაზე „საქართველოს და პოლონეთის გეოპოლიტიკა სხვადასხვა ისტორიულ პერსპექტივებში“. შეხვედრა გაიმარტა ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან თანამშრომლობით. დოქტორმა გრაჟევსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან ისაუბრა პოლონეთის და საქართველოს თანამშრომლობაზე სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში, როგორც ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობების, ისე საგარეო პოლიტიკის წარმოების კონტექსტში. მომხსენებელმა ისტორიული ფონის მიმოხილვის შემდეგ აქცენტები გააკეთა თანამედროვე გლობალურ სამყაროში შექმნილი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც პოლონეთი ქმნის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც აქვს მზარდი გავლენა საერთაშორისო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქტიური და ისტორიული პარტნიორია საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და დახვეწის გზაზე.

საჯარო ლექციას მოყვა აქტიური დისკუსია სტუდენტების მხრიდან. სტუდენტების ინტერესი უმთავრესად გამოიწვია საქართველოს პერსპექტივებმა დასავლური ინტეგრაციის შესახებ და პოლონეთის როლმა და გამოცდილებამ ამ პროცესში.

[wpbgallery id=5450]