[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სამშაბათს, 14 ნოემბერს 2.30 საათზე იბსუ-ს მცირე საკონფერენციო დარბაზში ა101 გაიმართება საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ჭელიძის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“

შეხვედრა დააინტერესებთ როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებს, ასევესაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს დასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ:https://www.iec.gov.ge/