[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სტუდენტებთან შეხვედრას აგრძელებს!

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

2 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან.

ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების  დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება, მათი ინტერესების გათვალისწინება, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის საინტერესო, პროდუქტიული და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.