[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სტუდენტებთან შეხვედრას აგრძელებს!

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

4 ოქტომბერს პროფესორმა, დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ გამართა მეორე საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტთა ფოკუს ჯგუფებთან. ამჯერად საუბარი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებთან გაიმართა.

ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება, მათი ინტერესების გათვალისწინება, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის საინტერესო, პროდუქტიული და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას.