[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

25 ნოემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკურსია თემაზე „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან პირისპირ განეხილათ აღნიშნული კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები კანონთან მიმართებით და  საკითხის შესახებ  კომპეტენტურ სპეციალისტებთან. მოწვეული სტუმრების რანგში დისკუსიაში მონაწილეობდნენ გვანცა ბესელია – საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი, გიგი ჩიხლაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი, გიორგი კლდიაშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, ნინო ცუხიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, დემნა დევდარიანი – საჯარო პოლიტიკისა და ტრენინგების ცენტრის მკვლევარი და ნინო დოლიძე – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სრული პროფესორი.   მათ აუდიტორიას კანონზე მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დისკუსიაში მონაწილე სტუდენტებთან ერთად კანონის სიღრმისეულ დეტალებზე ისაუბრეს.

პროექტი მიზნად ისახავდა თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შესაბამისი ფორუმის უზრუნვლეყოფას, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ კანონზე მომუშავე კომპეტენტურ სპეციალისტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, არასამთავრობო თუ საჯარო ინსტიტუტებიდან.