24 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სამშვიდობო საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმის მეორე ეტაპი. სადისკუსიო ვორქშოფი მოიცავდა ქართული და აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენას და ანალიზს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს ქართველი და აფხაზი რესპოდენტების ბიოგრაფიული ინტერვიუები, ნახეს ქართულ-ოსური კონფლიქტის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საკითხი სრულიად განსხვავებულ პრიზმაში. დისკუსიის განმავლობაში წამოიჭრა ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური ელიტების როლი კონფლიქტის გაღვივებაში, კომუნიკაციის პრობლემა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის, ენობრივი, ეთნიკური და კულტურული განსხვავებულობის ფაქტორი, კონფლიქტის ზოგადი კონტექსტი და ა.შ. პროექტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის სოფო ინასარიძის ინიციატივით ბერგჰოფის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა.