[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სემინარი თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

29 მაისს პროფესორმა მაიკლ ლუკენმა გამართა სემინარი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებთან თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“.

პროფესორი მაიკლ ლუკენი არის ფიზიკის და კლიმატის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, ამავე დროს აღნიშნული კურსის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი. სემინარის ფარგლებში მან სტუდენტებს წარუდგინა კურსის ზოგადი გეგმა, შინაარსი, სწავლების მეთოდები და ის ელექტრონული რესურსები, რომელთა გამოყენებაც იგეგმება კურსის ფარგლებში.

კურსი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება 2019-2020 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მისი ისტორია, ტენდენციები და მოსალოდნელი შედეგები, სახელმწიფოთა ინტერესები კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე მუშაობის პროცესში, მისი შედეგების გავლენა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, კლიმატის ცვლილება, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის და/ან დაპირისპირების საფუძველი და ა.შ.