[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო ტრენინგები სტუდენტებისთვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო „სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები“. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში საჭირო ტრანსფერული უნარების გამომუშავებას და გაუმჯობესებას. ტრენინგების სერიის ფარგლებში მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას.

ტრენინგები იმართება ყოველსემესტრულად და ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური პრეზენტაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზები და სხვა. მუდმივად ხდება სტუდენტების საჭიროებების შესახებ მცირე კვლევების ორგანიზება და ტრენინგების სერიის დაგეგმვა შესაბამისად.

2016-2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდა 8 ტრენინგი და ვორკშოპი, რომელთა თემები მოიცავდა: