6-7 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი ,, სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 200-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ.
პროექტის ძირითადი მიზანია, დააინტერესოს ბავშვები სოციალური მეცნიერებებით, მაგალითად, როგორიცაა : ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა. მისცეს მათ შანსი, წინასწარ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ. ასევე, გამოიმუშავონ შემდეგი უნარ-ჩვევები:
- კრიტიკული აზროვნება
- მასალის სწრაფად ათვისება
- ანალიზის უნარი
- აუდიტორიასთან ურთიერთობა
- თავდაჯერებულობა
- ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება
- პრეზენტაბელურობა