პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც „ეკონომიკა დამწყებთათვის“, ფუნქციონირებს 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ინიცირებით. აღნიშნული პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის. კერძოდ, ჩვენი პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. პროექტის ზოგადი მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, მათი პიროვნული და აკადემიური წინსვლა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცნობიერებს ,რომ ქვეყნის მომავალი სწორედ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული,ამიტომ მსგავსი პროექტებით ცდილობს, შესაბამისი უნარ-ჩვევები განუვითაროს მათ, რაც შემდგომში მათი პროფესიული წინსვლის გარანტი იქნება.
პროექტის დასახელებით თუ ვიმსჯელებთ, მისი მიზანი სოციალური მეცნიერებების სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება უნდა იყოს. თუმცაღა, გარდა ამისა, იგი ორიენტირებულია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, როგორიცაა:
1) კრიტიკული აზროვნება
2) მასალის სწრაფად ათვისება
3) ანალიზის უნარი
4) აუდიტორიასთან ურთიერთობა
5) თავდაჯერებულობა
6) ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება
7) პრეზენტაბელურობა
8) გუნდური მუშაობა
9)ნეთვორქინგი