[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის, მე-9 ნაკადი

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

6-7 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი ,, სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 200-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ.

პროექტის ძირითადი მიზანია, დააინტერესოს ბავშვები სოციალური მეცნიერებებით, მაგალითად, როგორიცაა : ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა. მისცეს მათ შანსი, წინასწარ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ. ასევე, გამოიმუშავონ შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული აზროვნება
  • მასალის სწრაფად ათვისება
  • ანალიზის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობა
  • თავდაჯერებულობა
  • ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება
  • პრეზენტაბელურობა