[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის, მანამდე არსებული სოციალ-პოლიტიკური კონტექსტისა და შემდგომი მოვლენების შესახებ.

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2019 წლის 27 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა ლექციათა სერიის „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ ფარგლებში. არქივის ხელმძღვანელმა ომარ თუშურაშვილმა წაიკითხა ლექცია საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის, მანამდე არსებული სოციალ-პოლიტიკური კონტექსტისა და შემდგომი მოვლენების შესახებ.

არქივის სხვა თანამშრომლებმა მათი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომლის დროსაც ისაუბრეს ისტორიული რესურსებისა და არქივში მათი მოპოვების მეთოდების შესახებ, რომელიც სტუდენტებსა და ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს სასიკეთოდ წაადგება სამომავლოდ დაგეგმილი კვლევებისათვის.

შეხვედრა დასრულდა შსს არქივის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შესახებ მოვლენებს ეძღვნება. შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა საინტერესო კითხვა-პასუხის სესია სტუდენტებსა და არქივის წარმომადგენლებს შორის.