სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანამშრომელი ქეთევან ჩახავა კვალიფიკაციის ამაღლების და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით 2 თვით იმყოფება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ბელგიაში. ის მუშაობს ევროპის სახალხო პარტიის – EPP-ის ჯგუფში და ასევე საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.