[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პერიოდულად ახორციელებს სტუდენტების დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. პროექტის მიზანია წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ პროექტებსა და სხვა დამატებით ღონისძიებებში.

სასურველი პროექტისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს დეკანატს და წარმოადგინოს ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება (იხ. განცხადების ზოგადი ფორმა). ფაკულტეტის საბჭო დაუყოვნებლივ განიხილავს განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების ან თანადაფინანსების შესახებ.