საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტები თბილისის მერიას ესტუმრნენ გაცნობითი ვიზიტით. მათ მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი დაათვალიერეს.
ისინი ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა განახლებულ ცენტრში არსებულ სერვისებს, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ და შეიტყვეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაგეგმილია ელექტრონული მომსახურების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.