[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცესკოს ოფისს ეწვივნენ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

3 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ოფისს ეწვივნენ. მათ კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარე, ქ-ნი თამარ ჟვანიაც შეხვდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტები გაეცნენ ცესკოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელებისგან მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია კომისიის შესახებ. აღნიშნული შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის  საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორის ელენე ბენდელიანის ორგანიზებით შედგა და მიზნად ისახავდა დაინტერესებული სტუდენტებისთვის კომისიის ისტორიისა და მისი საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას.

არჩევნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ცესკოს თავმჯდომარესთან და სხვა თანამშრომლებთან უკვე მეორე წელია იმართება.