“სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა” არის მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან შემდეგი დისციპლინებით:
? საერთაშორისო ურთიერთობები
? საჯარო ადმინისტრირება & სახელმწიფო მმართველობა
? ჟურნალისტიკა
? ეკონომიკა.
სკოლა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს გამოჩენილი პროფესორების ლექციებს, ტრენინგებსა და გასართობ ღონისძიებებს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე დისციპლინაში. სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
სკოლის მიზანია შექმნას საინტერესო პლატფორმა მოსწავლეებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ინტერესების განსაზღვრას და შედეგად, მომავალი პროფესიის არჩევას სასიამოვნო გარემოში. ☀
სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
5 დღის განმავლობაში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით და საჭირო საკანცელარიო ინვენტარით.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს; შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ ესსე თემაზე „რომელ პროფესიას მსურს დავეუფლო და რატომ?“ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ssfaculty@ibsu.edu.ge
ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2017 წლის 16 ივნისი, 23:55
ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
✏ არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას (წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი არ განიხილება);
✏ მკაფიოდ უნდა სცემდეს პასუხს შეკითხვას;
✏ შესრულებული იყოს MS Word-ის ფორმატში;
✏ მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი).
საკონტაქტო პირები:
სოფო ინასარიძე: sinasaridze@ibsu.edu.ge
ნინო სამხარაძე nsamkharadze@ibsu.edu.ge
საზაფხულო სკოლის განრიგი:
დღე I – ჟურნალისტიკა
09:30 – 10:00 რეგისტრაცია;
10:00 – 10:30 გახსნა (საკონფერენციო დარბაზი);
10:30 – 11:30 საჯარო ლექცია – მარინა ვაშაყმაძე „პროფესია-ჟურნალისტი“;
11:30 – 12:00 Icebreaker;
12:00 – 13:30 პროფესიული თამაში „ინტერვიუ“ – ნაწილი I;
13:30 – 14:30 სადილი;
14:30 – 17:00 პროფესიული თამაში „ინტერვიუ“- ნაწილი II.
დღე II – ეკონომიკა
10:30 – 11:30 საჯარო ლექცია – გიორგი ბაქრაძე „ვინ არის ეკონომისტი?“
11:30 – 12:00 Icebreaker;
12:00 – 13:30 როლური თამაში „თავისუფალი საბაზრო სისტემა“;
13:30 – 14:30 სადილი;
14:30 – 15:00 Icebreaker;
15:00 – 17:00 შეხვედრა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.
დღე III – საერთაშორისო ურთიერთობები
10:30 – 11:30 საჯარო ლექცია
11:30 – 12:00 Icebreaker;
12:00 – 13:30 სტრატეგიულ-ინტელექტუალური თამაში „დიპლომატია“- რაუნდი I;
13:30 – 14:30 სადილი;
14:30 – 16:00 სტრატეგიულ-ინტელექტუალური თამაში „დიპლომატია“- რაუნდი II;
16:00 – 18:00 ფილმის ჩვენება “The Bridge of Spies”.
დღე IV – საჯარო ადმინისტრირება & სახელმწიფო მმართველობა
10:30 – 11:30 საჯარო ლექცია – ირმა მიქაძე „ვინ არის საჯარო მოხელე?“
11:30 – 13:30 როლური თამაში „საქართველოს მთავრობა“;
13:30 – 14:30 სადილი;
14:30 – 15:00 Icebreaker;
15:00 – 17:00 Coffee With the Lecturer.
დღე V – #ერთი_დღით
10:30 – 11:00 განვლილი დღეების შეჯამება;
11:00 – 11:30 Icebreaker;
11:30 – 12:00 მომზადება შეჯიბრისთვის #ერთი_დღით;
12:00 – 13:30 #ერთი_დღით
13:30 – 14:30 სადილი;
14:30–16:00 დასკვნითი შეხვედრა: დაჯილდოების ცერემონია, სიმბოლური ტორტის გაჭრა, საერთო ფოტო.