შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატით გაიმართა შეხვედრა თემაზე “ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”. ლექციას უძღვებოდა დიპლომატი თათია დოლიძე, რომელმაც ლექციის მსვლელობისას განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა: საჯარო გამოსვლის ხერხები და მეთოდები, როლი და მნიშვნელობა, რა განსხვავება თუ რა კავშირია ორატორულ ხელოვნებასა და დიპლომატიას შორის. შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიული ხასიათის იყო, სადაც სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.