[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

Tempus MAHATMA Meeting-2015 Germany

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შავი ზღის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის პროექტში – ტემპუს MAHATMA. პროექტი მიმდინარეობს 2012 წლიდან და არის მის ფინალურ სტადიაში. პროგრამის ადმინისტრაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, პროექტის ადმინისტრაციური საბჭო ატარებს საკოორდინაციო შეხვედრებს, ისევე როგორც დამატებით ტრეინინგ სესიებს თითოეულ ინდივიდუალურ ეტაპზე, რომლის მიზანია პროექტის განვითარების შეფასება. ამ ეტაპზე შეხვედრა გაიმართა 2015 წლის 25-27 თებერვალს გერმანიის ქალაქ კობლენცში, ლანდაუ-ს უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუკლტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი: ასოც. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე; ასოც. პროფ. დოქტ. ირმა მესირიძე, და სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი ტაისია მუზაფაროვა. სამ დღიანი ტრეინინგ სესია შეეხებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდებს და აღმოჩნდა ძალიან პროდუქტიული. ინტერაქტიული სესიების მსვლელობისას, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მიდლსექს უნივერსიტეტი – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; ბას სფას უნივერსიტეტი – ბასი, დიდი ბრიტანეთი; სასომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი – ერევანი, სასომხეთი; ლანდუ-ს უნივერსიტეტი – კობლენცი, გერმანია; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქუთაისი, საქართველო; შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბათუმი, საქართველო; სასომხეთის სახელმწიფო ეკონომიური უნივერსიტეტი – ერევანი, სასომხეთი.