2017 წლის 14 ნოემბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დოქ. რამაზან აქბაშის შეხვედრა ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოც. პროფ. ფერნანდო კასალ-ბეტოასთან (Fernando Casal-Bertoa) სადოქტორო თანახელმძღვანელობისა და გაცვლითი კვლევითი ვიზიტების შესახებ. მხარეებმა განიხილეს აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ სადოქტორო თანახელმძღვანელობისა და დოქტორანტი სტუდენტების გაცვლით კვლევითი ვიზიტის შესაძლებლობები.